ახალი ამბები

27 216 ლარი თვეში – სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველის ანაზღაურება

4 აპრილი, 2017 • 5244
27 216 ლარი თვეში – სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველის ანაზღაურება

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს 2016 წელს ანაზღაურების სახით 326 603 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში საშუალოდ 27 216 ლარი გამოდის.

ზუმბურიძის დეკლარაციის მიხედვით, მას 4 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან 2016 წლამდე, ამ თანამდებობაზე მუშაობისას მთლიანობაში 1 143 962 ლარი აქვს მიღებული.

[checklist]

  • 2015 წელს აიღო 335 656 ლარი
  • 2014 წელს აიღო 263 374 ლარი
  • 2013 წელს აიღოს 218 329 ლარი
  • 2013 წელს ზუმბურიძე ყირგიზეთის მთავრობის კონსულტანტად მუშაობდა და ამ სამუშაოში მას 8500 აშშ დოლარი აქვს აღებული

[/checklist]

ელექტროსისტემის ვებგვერდის მიხედვით, ზუმბურიძე ამ თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობს, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მისი სხვა დეკლარაცია არ იძებნება.

ზუმბურიძე 2006-2007 წლებში იყო ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2004-2007 წლებში მუშაობდა ,,მაგთიკომში“ ფინანსური ანალიტიკოსის და პროექტების მენეჯერის თანამდებობებზე.

სულხან ზუბურიძე, საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე

სულხან ზუბურიძე, საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე

სულხან ზუმბურიძეს მიღებული აქვს ბერლინის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის და ფინანსების მიმართულებით.

სულხან ზუმბრუძის მეუღლეს, ქეთი რეხვიაშვილს, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტია, 2016 წელს ამ თანამდებობაზე აღებული აქვს 75 152 ლარი, რაც თვეში საშუალოდ 6 262 ლარს უტოლდება.

[checklist]

  • რეხვიაშვილს 2016 წელს აღებული აქვს 78 571 ლარი
  • 2015 წელს აღებული აქვს 26 3374 ლარი
  • 2014 წელს აღებული აქვს 71 171 ლარი
  • 2014 წელს აღებული აქვს 66 000 ლარი.

[/checklist]

სულხან ზუმბურიძე ბორჯომში ფლობს 500 კვადრატულ მეტრის ფართის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2016 წელს 25 000 დოლარად შეიძინა. ასევე, 150 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას თბილისში. ხოლო მისი მეუღლე ქეთი რეხვიაშვილი ფლობს თბილისში 80 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას.

სულხან ზუმბურიძის საბანკო ანგარიშებზე 2017 წლის მარტისთვის, როცა შეავსო დეკლარაცია, ირიცხება 9847 ლარი, 9 022 დოლარი, 5 145 ევრო, მისი ორი შვილის ანაბრებზე კი- 8057-8057 ევრო.  მის მეუღლეს, ქეთი რეხვიაშვილს ანგარიშზე აქვს 3024 ლარი. ნაღდი თანხა, რომელიც 4 000 ლარს აღემატება, ოჯახში არ აქვთ.

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, მათ შორის სახელფასო ფონდისთვის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია.

კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 7 რეგიონული ფილიალი.

კომპანია ასევე მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი -,,საპარტნიორო ფონდი“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” საქმიანობას არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია. მას აქვს ორი შვილობილი კომპანია: შპს ,,ენერგოტრანსი” და ,,ქარჩალ ენერჯი“ (საქმიანობს თურქეთის ტერიტორიაზე).

მასალების გადაბეჭდვის წესი