“ოფისი, სადაც გვქონდა გახსნილი, იმ ბინის მეპატრონისგან გავიგე, რომ ოფისი იხურებოდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ სხვა ოფისში გადავდივართ- მეთქი, თბილისში დავურეკე ჩვენს პროდიუსერს თეა ალავერდაშვილს და მან მითხრა, რომ 12 ოფისი უქმდება, მათ შორის ჩვენი ოფისიც. მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ ბიუროებიდან ნაკლები ინფორმაცია მიდიოდა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები, თითქმის ყოველდღე ვაკეთებდი მასალას”, – აცხადებს ნატა კოპაძე. მისი თქმით, მას მოგვიანებით პროდიუსერი ეკა მაჩიტიძე დაუკავშირდა და აუხსნა, რომ ბიუროების დახურვის შესახებ თანამშრომლები პირადად გააფრთხილეს, თუმცა ბორჯომის ბიუროსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ტელეფონის ნომერი არასწორად იყო მითითებული.
ინფორმაციას ადასტურებს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმედა დარსალია.
“დაგიდასტურებთ ინფორმაციას. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ”, – განუცხადა იმედა დარსალიამ “ნეტგაზეთს”.
