სანკტ-პეტერბურგის მეტროში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი ეთნიკური ყირგიზი, თუმცა რუსეთის მოქალაქე, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვია. ეს ინფორმაცია ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.
ჯერ არ ვრცელდება ცნობები – თავდამსხმელი აფეთქებისას გადარჩა და მიიმალა, თუ მას ემსხვერპლა.
აფეთქება 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში, ორ სხვადასხვა სადგურში მოხდა. სამართალდამცავებმა გუშინ პეტერბურგის კიდევ ერთ მეტროსადგურში აღმოაჩინეს საეჭვო ნივთი, თუმცა მისი გაუვნებელყოფა შეძლეს.
აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 45 კი დაშავდა. რუსი გამომძიებლების თქმით, მომხდარის უკან არც ერთი ტერორისტული დაჯგუფება არ დგას, თუმცა გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს.