ახალი ამბები

‘შეჭრილი დევნილები დაკავებულ ფართს ნებაყოფლობით ტოვებენ’

21 დეკემბერი, 2012 •
‘შეჭრილი დევნილები დაკავებულ ფართს ნებაყოფლობით ტოვებენ’

ბაქოს ქუჩა 1#-ში შეჭრილი დევნილები თვითნებურად დაკავებულ ფართს ნებაყოფლობით ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსალხებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც სამინისტროში ამბობენ, დევნილებმა სამინისტროს შეთავაზება მიიღეს, რის შემდეგაც ისინი დევნილთა სამინისტროს  დროებით ქირით სხვაგან გადაყავს, შემდეგ კი დევნილთა ნაწილი (18 ოჯახი), ვისაც გადაუდებელი აუცილებლობა გააჩნია და ფართის განაწილების კრიტერიუმების მიხედვით ეკუთვნის დაკმაყოფილება, ახალ ფართში შესახლდება, რომლის რეაბილიტაციას სამინისტრო 2 თვეში დაასრულებს.  დანარჩენები კი, როგორც სამინისტროში ამბობენ, დაკმაყოფილდებიან სამინისტროს საერთო სტრატეგიის შესაბამისად. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე შეჭრილ დევნილებთან სამინისტრო დიალოგს შეჭრის დღიდან აწარმოებდა და სთხოვდა, თვითნებურად დაკავებული ობიექტი დაეტოვებინათ. სამინისტრომ შეჭრილ დევნილებს წერილობითი შეტყობინებაც გაუგზავნა, რომ თუ არ დატოვებდნენ ფართს, მისი გამოთავისუფლება მოხდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო და არასმათავრობო ორგანიზაციების მეთვალყურეობით.

 

დევნილ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგი, სამინისტროს ინფორმაციით, 1 თვეს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.

 

“დევნილებმა  მიიღეს სამინისტროს შეთავაზება, თვითნებურად დაკავებული შენობა დატოვეს და იძულებითი ფორმის გამოყენება  არ გახდა საჭირო. თვითნებურად დაკავებული ფართის დაცლას და დევნილთა გადაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსალხებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძეც აკვირდებოდა. მინისტრმა დევნილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.”

 

თანამშრომლობისთვუს დევნილებს მადლობას  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსალხებისა და ლტოლვილთა მინისტრიც უხდის. 

 

 „მინდა, მადლობა გადავუხადო დევნილებს, რომლებთანაც შედგა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, შედგა ჩვენი დიალოგი, აღსდგა ნდობა სამინისტრის მიმართ. შესაბამისად, პოლიციის ჩარევის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით  და მიმდინარეობს შენობის გამოთავისუფლება. პროცესი დასრულდება დღეს. შემდეგ, ძალიან მშვიდ ვითარებაში ამ შენობაში, ნგრევადი „ბამბის ნართის“ შენობაში მცხოვრები დევნილები გადმოვლენ საცხოვრებლად. ფართის განაწილება კი არსებული კრიტერიუმების მიხედვით მოხდება. საბოლოოდ კი ბაქოს ქუჩისა და „ბამბის ნართის“ ყბადღებული თემა მშვიდობიანად დასრულდება“ – აცხადებს დავით დარახველიძე.      

მასალების გადაბეჭდვის წესი