“ბოლო დღეებში “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, “ნაციონალური მოძრაობის” უმაღლესი პირების მხრიდან წარმოაჩინონ, თითქოს მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ვალდებულს გვხდის შევახსენოთ საზოგადოებას:

 

2004 წელს, სწორედ ხელისფლების უმაღლესი პირების მხრიდან ზეწოლით და იძულებით მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ “რუსთავი 2”-ის მითვისება. შედეგად ტელევიზია გადაიქცა პარტიულ პროპაგანდისტულ იარაღად.

 

ჩვენ კარგად გვესმის “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების, რომლებიც ბოლო 9 წელია იმყოფებიან მუდმივი სტრესის და წნეხის ქვეშ როგორც ყოფილი ხელისუფლების, ასევე მეპატრონეებისა და მენეჯმენტის მხრიდან.

 

გვჯერა, რომ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად, ერთად შევძლებთ “რუსთავი 2”-ისთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის სახელის დაბრუნებას, გამიჯნულს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ზეგავლენისგან.

 

აქვე რწმენას გამოვთქვამთ, რომ მოქმედი გენერალური დირექტორის დაკავება არ არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მედიაზე. ვფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში, ყველა კითხვის მოსახსნელად საუკეთესო გამოსავალი დაკავებულის თავდებით გათავისუფლება იქნებოდა.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *