გენერალური დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი 143-მა პირმა გაგზავნა. მათ შორის არიან ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბარათაშვილი. ასევე, კოალიცია ‘ქართული ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატი გარდაბანში მამუკა არეშიძე.

პირველი ტური მხოლოდ CV-ის გაგზავნას ითვალისწინებდა
CV-ების შერჩევის შემდეგ გამოვლინდებიან მეორე ტურში გასული კანდიდატები, რომლებთანაც გაიმართება გასაუბრება. გამარჯვებული კანდიდატი გასაუბრების შედეგად გამოვლინდება.

მეორე ტურის დანიშვნის ვადას, ისე როგორც პირველი ტურის შედეგებს, სამეურვეო საბჭო დამატებით გამოაცხადებს.

 

საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი სამეურვეო საბჭომ 14 დეკემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა ყოფილი გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *