“ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებული რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კერვალიშვილის და მისი დის მაია რჩეულეშვილის მიმართ სასამართლომ გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატის მარიამ ცუცუქრიძის განცხადებით, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა სამი მუხლით მიმდინარეობდა, სისიხლის სამართლის 194 – ე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლიში სამართლომ კერვალიშვილი და რჩეულიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ეს მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დანარჩენ ორ მუხლში 180-ე (თაღლითობა) და 182-ე (მითვისება და გაფლანგვა) სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის თქმით სასამართლომ გამოიყენა შთანთქმის პრინციპი და ასევე ამნისტია, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი 9 წლით პატიმრობა მიესჯებოდათ.

ადვოკატის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *