ახალი ამბები

აქცია დაკავებებისა და ძალადობის წინააღმდეგ მშვიდობის ხიდზე

20 დეკემბერი, 2012 • 1077
აქცია დაკავებებისა და ძალადობის წინააღმდეგ მშვიდობის ხიდზე

“ჩვენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვგმობთ ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებას და შეშფოთებული ვართ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, აღმკვეთ ღონისძიებად არ იყოს გამოყენებული პატიმრობა, რათა ხელი არ შეეშალოს დამოუკიდბელი ტელეკომპანიის საქმიანობას. ასევე, თვალს ვადევნებთ რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე თავდასხმის ფაქტებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთონ ძალადობის ქმედებები. ჩვენ ვერთიანდებით კოალიციად და ვქმნით საზოგდაოებრივი მხარდაჭერის ასოციაციას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

აქცია მშვიდობის ხიდზე
აქცია მშვიდობის ხიდზე

 

“მე დიდი სიამოვნებით, ჩემი ორგანიზაციის სახელით, შემოვუერთდი ამ ორგანიზაციების ინიციატივას. არ შეიძლება ზეწოლა მედიაზე, არ შეიძლება პოლიტიკური დევნა განხორციელდეს, არ შეიძლება პოლიტიკური გემოვნების მიხედვით დაინგრეს, მაგალითად, რაღაც შენობები და ა.შ.” -ამბობს აქციაზე მყოფი გიგა ნასარიძე.  

 

დღევანდელ აქციაში დაახლოებით 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. ისინი 14:00 საათისთვის აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბებიან, ხოლო შემდეგ დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლებენ.

 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ გუშინ დაპატიმრებული ნიკა გვარამიას, კახა დამენიას, ალექსანდრე ხეთაგურისა და დევი კანდელაკის გათავისუფლებას.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმ საათიანი დაკითხვის შემდეგ ზემოთ აღნიშნული პირები დააკავეს. 

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე  მუხლის მეორე და მე-3 ნაწილებით (ქრთამის აღება), 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის მიცემა), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება  ან გამოყენება) და 193 მუხლით (ცრუ მეწარმეობა).

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი