ახალი ამბები

‘რუსთავი 2’– ის თანამშრომლები პროკურატურას მიმართავენ

19 დეკემბერი, 2012 •
‘რუსთავი 2’– ის თანამშრომლები  პროკურატურას მიმართავენ

“დღეს, დილის 11 საათზე, არხის გენერალური დირექტორი გამოძახებისთანავე გამოცხადდა დაკითხვაზე და ის არ ამბობს უარს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. შესაბამისად, ტელეკომპანია მიმართავს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლონ არხის გენერალური დირექტორი და არ დააყენონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა,აღმკვეთ ღონისძიებად წინსწარი პატირობის შეფარდების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, “რუსთავ 2”-ის ხელმძღვანელის დაკავება აღიქმება, როგორც არხის მუშაობისთვის ხელის შეშლა და “რუსთავი 2″-ზე ზეწოლის მცდელობა. ჩვენ თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მისცენ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს არხზე მუშაობის საშუალება,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

“რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორის დაკავებას ეხმიანება ტელეკომპანიის დამფუძნებელი გიორგი ყარამანაშვილი, რომელიც ამაჟამად საქართველოში არ იმყოფება. 

 

”რუსთვი 2″-ის გენერალური დირექტორის დაკავებას არხის მფლობელები აღვიქვამთ, როგორც პირდაპირ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშაულებაზე და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობას. მე არ ვიმყოფები საქართველოში და პირველივე შესაძლებლობისთანავე დავბრუნდები თბილისში. მანამდე მივმართავ “რუსთვი 2″-ის ყველა თანამშრომელს – მიუხედევად შექმნილი ვითარებისა, განაგრძონ მუშაობა, რათა არხის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას”. – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან: ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და თელასის გენერალური დირექოტრი დევი კანდელაკი, შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ–ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.

 

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და ოფიციალური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული სქემა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი