ახალი ამბები

‘რუსთავი 2’–ის დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს

19 დეკემბერი, 2012 •
‘რუსთავი 2’–ის დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს

”რუსთვი 2″-ის გენერალური დირექტორის დაკავებას არხის მფლობელები აღვიქვამთ, როგორც პირდაპირ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშაულებაზე და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობას. მე არ ვიმყოფები საქართველოში და პირველივე შესაძლებლობისთანავე დავბრუნდები თბილისში. მანამდე მივმართავ “რუსთვი 2″-ის ყველა თანამშრომელს – მიუხედევად შექმნილი ვითარებისა, განაგრძონ მუშაობა, რათა არხის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას”. – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან: ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და თელასის გენერალური დირექოტრი დევი კანდელაკი, შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ–ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.

 

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და ოფიციალური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული სქემა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი