ახალი ამბები

გუდვილი: 109 ლარიანი ალუჩა დღენახევარში გაიყიდა

30 მარტი, 2017 • 28369
გუდვილი:  109 ლარიანი ალუჩა დღენახევარში გაიყიდა

კომპანია :გუდვილის” მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლის ნატა წერეთლის ცნობით ჰიპერმარკეტში ალუჩა, რომლის 100 გრამიანი შეფუთვა 10.90 ლარი ღირდა სრულად გაიყიდა.

“ეგრევე ამოიყიდა, სადღაც დღენახევარში. დღეს გავაორმაგეთ შეკვეთა და კონტაქტები გვაქვს ჩაწერილი იმ ადამიანების, რომლებიც გველოდება”, – ამბობს ნატა წერეთელი, რომელიც არ აკონკრეტებს რამდენი კილოგრამი ალუჩა გაიყიდა.

“გუდვილში” ალუჩის 100 გრამიანი შეფუთვის ღირებულება 10.90 ლარი, რაც ნიშნავს, რომ 1 კგ. ალუჩის ღირებულება 109 ლარია. “გუდვილში” განმარტავენ, რომ ალუჩა ჰოლანდიიდან შემოაქვთ:

“იმპორტირებული ხილი ყოველთვის უფრო ძვირია და მითუმეტეს ალუჩა. ჰოლანდიაში ასე იყიდება, ქსელი კი არ ამატებს ამას მარჟას, ჩვენ ასე ვყიდულობთ ჰოლანდიაში ალუჩას და მინიმალურად, მართლაც შემოტანილ ფასად შევთავაზეთ მომხმარებლებს, რაც რა თქმა უნდა, ძვირია, მაგრამ მარტია და რახან ალუჩაა, ამიტომაც ღირს ასეთი ძვირი. ქართული ალუჩა როცა გვექნება ყველასათვის მისაღები ფასი ეღირება. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ის უდიდესი მოთხოვნა, რომელიც ალუჩაზე იყო. ყოველდღე გვწერდნენ გვეკითხებოდნენ, როდის შემოვიდოდა და ამიტომაც წელს უფრო ადრე შემოვიტანეთ. გავანებივრეთ ასე ვთქვათ ჩვენი მომხმარებელი”,- აცახადებენ “გუდვილში”

მასალების გადაბეჭდვის წესი