“დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობდნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები(ჯერჯერობით ასეა გამოკვეთილი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ–ერთი თანამშრომლის, მოსამართლის თანაშემწის მხრიდან ინფორმაციის მოძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოს შიდა სტრუქტურაზე, შიდა მოწყობაზე, მოსამართლეთა სამუშაო თუ მოსასვენებელი ოთახების, სათათბირო ოთახების, სასამართლოს ელექტრონული წარმოების სისტემების და ა.შ. შესახებ. ასევე, მათ ძალიან აინტერესებდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ თანამშრომლისგან ინფორმაცია ამავე სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე მამუკა ახვლედიანზე და ეკითხებოდნენ, კონკრეტულად მის შესახებ რა სისუსტეები აქვს ახალ თავმჯდომარეს და აქვს თუ არა მას სხვა, არაკორპორატიული ტელეფონის ნომერი. ამ კონკრეტულმა თანამშრომელმა ეს ყველაფერი ახსნა–განმარტებით ბარათში დაწერა და თავად თავმჯდომარეს მოახსენა, თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე კი ჩვენ დღეს განვიხილავთ ამ საკითხს”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
