ახალი ამბები

უვიზო მიმოსვლით სარგებლობა დღეს მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია

29 მარტი, 2017 • 1929
უვიზო მიმოსვლით სარგებლობა დღეს მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტის მდგომარეობით, ბიომეტრიულ პასპორტს საქართველოს 995 443 მოქალაქე ფლობს. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები 3 720 400 მოქალაქიდან მილიონამდე ადამიანს შეუძლია შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა.


საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მიმოსვლა 28 მარტიდან შეუძლიათ. ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2 თებერვალს მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი