შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თოვლისა და ყინვის გამო, თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის ყველა რაიონში უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გაიხსნა, თავშესაფრები ყინვების დასრულებამდე ფუნქციონირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, ალექსანდროვის ბაღში უსახლკარო ადამიანებისთვის 50-კაციანი კარავი გაიშლება. აქციას ორგანიზებას სამოქალაქო აქტივისტები უწევენ, რომლებსაც კარავი უკვე გადასცა ორგანიზაციამ – “World Vision”. ამჟამად ორგანიზატორები აგროვებენ საკვებს, თბილ ტანსაცმელს, პლედებს და სხვა საჭირო ნივთებს უსახლკაროების დასახმარებლად.
მერიის პრესამსახურის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები უნდა დაუკავშირდნენ მერიას და ისინი წერილობით მიმართვის შემდეგ მერიისგან დახმარებას მიიღებენ.
მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ დაეხმარონ უსახლკაროებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს – ნათია ხაინდრავას (ტელ.: 599 43 70 80) ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ, “ნეტგაზეთის” რედაქციაში (ტელ.: 294 26 42). უსახლკაროებისთვის გროვდება საკვები, თბილი ტანსაცმელი, პლედები, მატრასები, საწოლები, სკამები, შეშის ღუმელი, შეშა