ახალი ამბები

ბაღდათში წითელ ნუსხაში შეყვანილი არჩვი მოკლეს

27 მარტი, 2017 • 23670
ბაღდათში წითელ ნუსხაში შეყვანილი არჩვი მოკლეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მ.ვ,–მ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით საქართველოს “წითელი ნუსხით” დაცული, გადაშენების პირას მყოფი სახეობა არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ვ.–სა და მის თანმხლებ ა.გ.–ს სანადირო თოფები ჩამოართვეს. სამინისტროს ცნობით, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

 

არჩვი. ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

არჩვი. ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

 

შენიშნვა: მასალაში თავდაპირველად გამოქვეყნებული იყო ბრაკონიერობის ამსახველი კადრი, რომელზეც არ იყო ასახული არჩვი. განახლებული ფოტო, სადაც ნამდვილად გადაშენების საფრთხის პირას მყოფ სახეობას ვხედავთ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოგვაწოდა და ის მაჭახელას ეროვნულ პარკშია გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი