მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს. იგი სტრასბურგის მერს რონალდ რიეს შეხვდება.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სტრასბურგის მერიაში თვითმართველობის სხდომაზე.
ქვეყნის პირველი პირი სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვევა, სადაც წელს ქართული პროდუქციაა გამოფენილი. საქართველოს კვირეულის გამართვა შარშან მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში ვიზიტისას დაიგეგმა, რომელიც საახალწლო ბაზრობის გარდა სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.
