ორგანიზაციის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, მიმდინარე წელს 232 ჟურნალისტი დააკავეს. შარშანდელთან შედარებით, 2012 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ეს რაოდენობა 53 ადამიანითაა გაზრდილი.

 

დაკავებული ჟურნალისტების ყველაზე მაღალი რიცხვი მსოფლიო მასშტაბით  ბოლოს 1996 წელს დაფიქსირდა. ამ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 185 ჟურნალისტი დააპატიმრეს.

 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ საერთო რაოდენობის ზრდა თურქეთში, ირანსა და ჩინეთში დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობამ გამოიწვია.

 

ერიტრეა და სირია ასევე სახელდება იმ ქვეყანათა  ათეულში, სადაც ყველაზე ხშირად აპატიმრებენ ჟურნალისტებს, მათ საიდუმლო ციხეებში ამყოფებენ და არ აძლევენ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს დაკავებულ ჟურნალისტებთან მისვლის უფლებას. წელიწადში 63 ჟურნალისტი ბრალის საჯაროდ წარდგენის გარეშე იმყოფება საპატიმროში.

 

ვიეტნამი, აზერბაიჯანი, ეთიოპია, უზბეკეთი, საუდის არაბეთი 10 ყველაზე უარეს ქვეყნებს შორისაა ამ კუთხით. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ მათ მიერ მოკვლეული ფაქტების შედეგადად 19  ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დააპატიმრეს იმისთვის, რომ ისინი გაეჩუმებინათ. კომიტეტი აცხადებს, რომ ბრალდებები იყო გამოგონილი. ამათგან ორ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში, ჟურნალისტების დაპატიმრების მოტივად გამოიყენეს ხულიგნობის მუხლი და ნარკოტიკები.

 

მიმდინარე წელს თურქეთი ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ყველაზე უარეს ქვეყნად დაასახელა. თურქეთში 49 ჟურნალისტი დააკავეს. მათ შორის ქურთი ჟურნალისტები და რედაქტორები ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *