საბჭოს განცხადებით, ამის გათვალისწინებით, მათ დააკმაყოფილეს გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამასთან, საბჭო მადლობას უხდის ბატონ ჭანტურიას გაწეული სამუშაოსათვის “იმ რთული პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მას უხდებოდა მუშაობა და მიიჩნევს, რომ მისი ხელმძღვანელობით დაწყებული მაუწყებლის რეფორმირებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების პროცესი კვლავაც გაგრძელდება.”
შეგახსენებთ, რომ გია ჭანტურიამ გუშინ მიმართა სამეურვეო საბჭოს გადადგომის თხოვნით, რაც დღეს საბჭომ დააკმაყოფილა. ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2008 წელს 6 წლის ვადით დაინიშნა.