ახალი ამბები

სააკაშვილი: ქართულ არასამთავრობოებს პუტინი ჩემ წინააღმდეგ სამუშაოდ აფინანსებდა

23 მარტი, 2017 • 3263
სააკაშვილი: ქართულ არასამთავრობოებს პუტინი ჩემ წინააღმდეგ სამუშაოდ აფინანსებდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 2005 წლს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთის პრეზდენტი ვლადიმერ პუტინი აფინანსებდა.

ეს განცხადება მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ განცხადების თანახმად, არასამთავრობოების დასაფინანსებლად ფული ფორმალურად ამერიკული წყაროებიდან მოდიოდა, თუმცა რუსულ მიზნებს ემსახურებოდა:

“მთელი მსოფლიო პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალა ჩემს წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გვესხმოდა თავს მაშინ თითქმის ყველა არასამთავრობო და რატომ არ იღებენ ხმას დღევანდელ მარაზმზე. ფული ბაბაია, დიდი ფული (თან, ჰოი, საკვირველებავ, რუსული)
რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კორუფციაში დავადანაშაულო ყველა მაშინდელი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ბევრი თავს იწყნარებდა იმით, რომ ფული, ფორმალურად, ამერიკული კერძო წყაროდან მოდიოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის მიზნებს ემსახურებოდა, ამაზე ახლა მაინც არის ღია დისკუსია და სიმართლის თქმა საჭირო!”- წერს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი