ახალი ამბები

გია ჭანტურიას გადადგომის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება

14 დეკემბერი, 2012 •
გია ჭანტურიას გადადგომის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მისაღებში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დღეს გია ჭანტურია სამსახურში არ მისულა. ჭანტურიას მდივანს არ აქვს ინფორმაცია, გადადგა თუ არა მისი ხელმძღვანელი. ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ არც სამეურვეო საბჭოს მისაღებში, სადაც გვითხრეს, რომ საბჭოს თავმჯდომარე და წევრები ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში არ გამოჩენილან.

 

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირეტორი გიორგი ჭანტურია, ასევე – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე  ლევან გახელაძე. 

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლები “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, რომ გია ჭანტურიას გადადგომის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც მათთვის არის ცნობილი. თუმცა ისინი ფლობენ მოარულ ინფორმაციას ჭანტურიას შესაძლო წასვლის თაობაზე, რომლის სავარაუდო მიზეზია თანამშრომელთა მოსალოდნელი შემცირების საკითხი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”.

 

გიორგი ჭანტურია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2008 წელს დაინიშნა ექვსი წლის ვადით.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი