ახალი ამბებიხელოვნება

ვიზალიბერალისაზიასთან დაკავშირებით 26-27 მარტს თბილისში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება

23 მარტი, 2017 • 2167
ვიზალიბერალისაზიასთან დაკავშირებით 26-27 მარტს თბილისში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით 26-27 მარტს თბილისში მთელი დღის განმავლობაში არაერთი საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. ამის შესახებ დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

“26 მარტს ახალი თბილისის ტერიტორიაზე, ანუ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება; ეს გულისხმობს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის ძალიან ბევრ სხვადასხვა სახის სანახაობას. 27 მარტს კი ევროპის მოედანზე ჩატარდება გალა კონცერტი, სადაც ძალინა საინტერესო პროგრამაა წარმოდგენილი. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით 26-27 მარტს ძალიან საინტერესო ბევრი ღონისძიება გელოდებათ. ბუნებრივია, 26 მარტის ღონისძიებების ძირითადი მონაწილეები უკვე ცნობილია და შესაბამისი კულტურული სამუშაოები დაწყებულია; იქნება როგორც სხვადასხვა ევროპული, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საინტერესო ღონისძიებები. ეს პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან 28 მარტს ამოქმედდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პირველი სწორედ ის გემგზავრება ევროპაში ახალგაზრდებთან ერთად. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, მას საქართველო მოძებნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი