დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ხეების უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, რეხის პირველ ჩიხში დაახლოებით 1000 კვ/მ-ზე უკანონოდ იჭრებოდა ხეები.

მერიის ინფორმაციითვე, ადგილზე გმაოძახებულია საპატრულო პოლიცია. გარემოსთვის მიყენებულ ზიანს კი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შეაფასებს, რის შემდეგაც გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *