ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ბოლნისში სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა გადაადგილდებოდა

22 მარტი, 2017 • 6463
თავდაცვის სამინისტრო: ბოლნისში სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა გადაადგილდებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ტექნიკა რუსული სანომრე ნიშნებით, რომელიც ბოლნისში გადაადგილდებოდა და რაზეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საუბრობდა, სამოქალაქო დანიშნულებისაა.

“ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა. თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და, შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა” – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით ტექნიკის გადაადგილებაზე განცხადება “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა. პარტიაში ფიქრობდნენ, რომ ტექნიკა საბრძოლო დანიშნულების იყო და ვარაუდობდნენ, რომ მანქანები საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით მიდიოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეირ გავრცელებული ფოტომასალა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეირ გავრცელებული ფოტომასალა

მასალების გადაბეჭდვის წესი