ახალი ამბები

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სააკაშვილს ორი თვითმფრინავი არ ჰყოლია

12 დეკემბერი, 2012 •
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სააკაშვილს ორი თვითმფრინავი არ ჰყოლია

“პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით  და  გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან  ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ  ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორის ნაცვლად ერთი თვითმფრინავი მოემსახურება, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ გააჟღერა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ბიუჯეტში სერიოზული დეფიციტია, მეორე ბორტი პრეზიდენტისთვის გამართლებული არაა, ამიტომ მეორე თვითმფრინავი სალიზინგო კომპანიას დაუბრუნდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი