ახალი ამბები

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია და შიმშილობა გრძელდება

12 დეკემბერი, 2012 • 982
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია და შიმშილობა გრძელდება

სოციალურად დაუცველები ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში დარჩენას და ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვენ.

 

როგორც ერთ–ერთი მათგანი ირაკლი ბაღათურია აცხადებს, საავადმყოფოს შენობაში ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მისი თქმით, სოციალურად დაუცველებმა დაპირებები მიიღეს, თუმცა მას შემდეგ მათ დასახმარებლად არავინ გამოჩენილა:

 

“ჩვენ არ გვინდა სხვა ბინაში ქირით გადასვლა, თუკი ქირას გვიხდიან, მოგვცენ 200–200 ლარი და ჩვენ ამ შენობაში დავრჩებით, იმ თანხას კი სხვა საჭიროებებისთვის გამოვიყენებთ. შენობაში არ გვაქვს ელექტროენერგია, ვართ საშინელ პირობებში. სანამ დენს არ ჩაგვირთავენ და სანამ პირადად არ შევხვდებით ბიძინა ივანიშვილს არ დავიშლებით. ხელზე დაგვიხვიეს და შემდეგ ყურადღება აღარ მოგვაქციეს”, – აცხადებს ირაკლი ბაღათურია.

 

სოციალურად დაუცველთა განცხადებით, ამ დრომდე მათ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდათ, რომლისგანაც გარკვეული დაპირებები მიიღეს, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბრის ჯადნაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო პერიოდში სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა და იმაზე მეტ შედეგს მიაღწია, ვიდრე ვარაუდობდა. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველი 6000 ადამიანი (დაახლოებით 1040 ოჯახი) 6-7 თვის მანძილზე საცხოვრებელი ბინის დასაქირავებლად სახელმწიფოსგან ფულს (200 ლარს) მიიღებს. 6-7 თვის შემდეგ კი  სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მთავრობის ახალი პროექტის შესაბამისად, გაზრდილი სოციალური დახმარებებით ბინის ქირის გადახდას თავადვე შეძლებენ. სოციალურად დაუცველები ამ ინიციატივაზე არ თანხმდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი