“ოთხმა თვითმმართველობამ, ისევე როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, წინა პერიოდში გადახარჯა სახსრები. მათ ჰქონდათ ხელოვნურად გაზრდილი შემოსავლები და გაუჩნდათ დეფიციტი. ჩვენ იძულებული გავხდით, იმისათვის, რათა იქ საბავშვო ბაღებს, თანამშრომლებს, ხელფასების პრობლემა არ ჰქონდეთ, კვების და ა.შ. მთავრობის ფონდიდან გამოვუყოთ ეს თანხა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის თანხა გამოიყო მთავრობის ფონდიდან აღნიშნული თვითმმართველობებისთვის.