“არანაირი შეკამათება არ ყოფილა, არანაირი ინციდენტი არ ყოფილა, ოქრუაშვილს რაღაც დაუყვირია ერთხელ, ეგ იყო და ეგ, ხომ არ შეიძლება ბუზისგან სპილო გავაკეთოთ. ან ადვოკატს რაში დასჭირდა ამ თემაზე ტრაბახი და ლაპარაკი, ესეც არ ვიცი. ინციდენტი როგორ უნდა ყოფილიყო, ადამიანებს ერთმანეთთან არ აქვთ არანაირი შეხება. ერთმა თავის კამერაში დაიყვირა რაღაც და მეორემ გაიგონა თუ არა, ესეც არ ვიცი. ბადრაგი ჩარეული არ ყოფილა, უბრალოდ მიუთითეს იმ ადამიანს, რომ ყვირილი არ არის დაშვებული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის და ბაჩო ახალაიას საკნები სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში, ე.წ. ‘მატროსოვზე’ ერთ სართულზე მდებარეობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ბაჩო ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, გუშინ გავრცელდა, ფაქტი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემაც დაადასტურა.