ახალი ამბები

მარიხუანას შეძენა–შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

11 დეკემბერი, 2012 •
მარიხუანას შეძენა–შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

როგორც სამართალდამცავი უწყება იტყობინება, ბრალდებულები თბილისში, კახეთის გზტკეცილზე, გურამ ხ.-ს  „ტოიოტას” მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ, როცა სამართალდამცავებმა ისინი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.  ჩხრეკისას ავტომანქანიდან პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” ამოიღეს.

 

შსს–ს ცნობით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული „მარიხუანა” 473.85 გრამია. ასევე შემოწმდნენ დაკავებულები, რომელთა ორგანიზმშიც ნარკოტიკული საშუალების  კვალი აღმოჩნდა. გურამ ხ.-მ და გიორგი მ.-მ აღიარეს დანაშაული. ისინი  გადაყვანილი არიან დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება დაწყებულია 260-ე  მუხლის (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა წინასწარი შეთნხმებით, ჯგუფის მიერ)  მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით .

 

სამართალდამცავთა ინფორმაციის თანახმად, გიორგი მ.  ნარკოდანაშაულისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი