შსს–ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულის აღწერილობის საფუძველზე აღნიშნული პიროვნება პოლიციის თანამშრომლებმა ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სარდაფთან დააკავეს. როგორც პოლიცია აცხადებს, დაკავების მომენტში მას ხელში ეჭირა დანა, რომელსაც პირზე ჰქონდა სისხლის კვალი.
შსს–ს ცნობით, ბრალდებული ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი 11–წლიან სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისთვის. თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფულძველზე გათავისუფლეს საპატიმროდან.