ახალი ამბები

ძვირფასეულობის უკანონო შემოტანისთვის დაკავებულს გირაო შეეფარდა

10 დეკემბერი, 2012 •
ძვირფასეულობის უკანონო შემოტანისთვის დაკავებულს გირაო შეეფარდა
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გ. ხუგაშვილმა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო  კონტროლის წესების დარღვევით, საკუთარი ავტომანქანის სამალავით რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა დასახელების სამკაულები.  კერძოდ, “JENAVI” – ის ფირმის ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, გულსაბნევები. აღნიშნული საიუველირო ნაწარმი გაწყობილი იყო სვაროვსკის თვლებით.
 
 
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, აღნიშნული ნივთების საბაზრო ღირებულება შეადგენს 30 619,4 ლარს.
გამოძიება   მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 5- დან 7 წლამდე ვადით. 2012 წლის 10 დეკემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით, აღნიშნულ პირს გირაოდ  შეეფარდა 10 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი