უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში რელიგიური კონფლიქტი მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის ამოწურულია.
“ამ ცნობილი პრობლემების საკითხებზე დღეს გვქონდა შეხვედრა მუსულმან და ქრისტიან ქართველებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: წინწყაროს მუფტი, სოფლის ხელმძღვანელობა და მეუფე ანანია. შევთანხმდით, რომ კონფლიქტს დაესვას წერტილი. შეთანხმების პირობა მდგომარეობს იმაში, რომ მუსლიმანი ქართველები ითხოვენ იმ პირების გამოვლენას და დასჯას, რომლებიც ეჭვიმტანილნი არიან ჯვრების შეურაცხყოფაში, მართლმადიდებლები კი ამბობენ, რომ არავინ დაუშლის მუსლიმანებს რელიგიური რიტუალის ჩატარებას. ამ მხრივ ადგილობრივებს არავითარი პრობლემა არ შეექმნება, თუ გარე ძალები არ გააგრძლებენ წაქეზებას,”- აცხადებს ქუცნაშვილი. თუმცა, ვინ არიან გარე ძალები, ქუცნაშვილი არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავიშირებით, რომელიც დღეს აღინიშნება, უმრავლესობამ მუსლიმ ქართველებს ყურანი, ხოლო მართლმადიდებლებს წმინდა გიორგის ხატები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადგაზე კოფლიქტი რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაიწყო.