საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური, საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.
“პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო. ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტთან პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით.”
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას შეეხება; მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს.