ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, რომელთა ბრალიც ბრალი ქურდობაში ედებათ – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.
ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს “მაფიის” წევრებად მოიხსენიებს, რომელიც მადრიდსა და მურსიაში ბინებს ძარცვავდნენ. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულებმა 40-მდე დანაშაული ჩაიდინეს.
ესპანელმა სამართალდამცველებმა ბრალდებულები მადრიდში, ლეგანესსა და ბარსელონაში დააკავეს.
ამოღებულია 600-მდე ძვირფასი ნივთი, ასევე ელექტრონული მოწყობილებები, 13 ათასი ევრო და სახლის კარის გატეხვისათვის საჭირო ნივთები.
ესპანეთის პოლიციის მიერ 16 მარტს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საგამოძიებო ორგანომ მაკრო-ოპერაცია გასული წლის მარტიდან დაიწყო და პროცესში დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული ყველა მონაწილე გამოავლინა.
ესპანეთის პოლიციიდან ნეტგაზეთს შეატყობინეს, რომ მაკრო-ოპერაცია გასული კვირების განმავლობაში დასრულდა.
მადრიდში პოლიციის შენობაში გამოფინეს ზემოხსენებული ნაძარცვი ნივთები და მიმდინარე თვის განმავლობაში ყველა დაზარალებულს აქვს საშუალება, მივიდეს და ამოიცნოს ის ძვირფასეულობა, რომელიც მას მოპარეს.