ოპოზიციონერი ხატია დეკანოიძის შვილი თ.კ. ნარკოტიკულ დანაშაულშია ბრალდებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდა.

ამ ფაქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძე:

“ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს”, – წერს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე 2014 წელს უკრაინაში გაემგზავრა. ის უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იყო, თუმცა პოსტი გასულ წელს დატოვა. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და პოლიტიკური აქტივობა დაწიყო ენმ-სთან ერთად.

თავის პროფესიულ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულ საქმიანობას უკავშირებს შვილის დაკავებას კიდევ ერთი ადამიანი: ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი შვილი დავით ხარშილაძეც ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს გუშინ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *