შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად ირაკლი ძნელაძის დანიშვნის შესახებ გუშინ 4 დეკემბერს გახდა ცნობილი.
ირაკლი ძნელაძე 20 წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, სხვადასხვა დროს იყო ოპერაციების დაგეგმვის უფროსი, ასევე მუშაობდა სახმელეთო ძალებში და გაერთიანებულ შტაბში. ირაკლი ძნელაძე ასევე იყო საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება – ნატოს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება.
გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რამდენიმე კვირის წინ ამ თანამდებობაზე დანიშნულ გიორგი კალანდაძეს პროკურატურამ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წაუყენა და სასამართლომ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

