ახალი ამბები

კალაძე 14 მარტს მინსკში “ინტერ-რაოს” წარმომადგენლებს ხვდება

14 მარტი, 2017 • 1444
კალაძე 14 მარტს მინსკში “ინტერ-რაოს” წარმომადგენლებს ხვდება

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 14 მარტს ვიცე-პრემიერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში კახა კალაძე რუსულ კომპანია “ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო  შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე  საკითხებს განიხილავენ.

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე და აცხადებენ, რომ კალაძე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

“ინტერ რაო” “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის” შვილობილი კომპანიაა.

2016 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ “ინტერ რაომ” გარდაბნის თბოსადგური საერთაშორისო ინვესტორების კონსორციუმს მიჰყიდა. როგორც “ინტერ რაო” იტყობინება, გაყიდულია შპს “მტკვარის ენერგეტიკას” 100%-იანი წილი.

შპს-ს “მტკვარი ენერგეტიკა” და ორი ენერგობლოკი “ინტერ-რაომ” 2003 წლის ოქტომბერში სხვა აქტივებთან ერთად კომპანიისგან “ეი-ი-ეს” შეიძინა და მისი აქციების 100%-ის მფლობელი გახდა.

კომპანიის განვითარების სტრატეგიის თანახმად,“ინტერ რაო”, 2020 წლამდე, მიზნად ისახავს ბიზნესის განვითარებას უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში, – განაცხადა კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრმა ილნარ მირსიაპოვმა, – “ამასთან, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში როგორც ჰიდროგენერაციის სეგმენტში, ისე ელექტროენერგიის განაწილების სფეროში”.
“ინტერ-რაო” საქართველოში მსხვილ ენერგოსადისტრუბუციო კომპანია “თელასში” აქციების 75%-ს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი