ახალი ამბები

კბილაშვილმა პროკურატურიდან 35 თანამშრომელი გაუშვა

4 დეკემბერი, 2012 •
კბილაშვილმა პროკურატურიდან 35 თანამშრომელი გაუშვა

“ეს არის ჩვენი გახსნილობის დემონსტრირება”, – ასე ახსნა მთავარმა პროკურორმა მედიასთან რეგულარული შეხვედრების წამოწყების გადაწყვეტილება.

 

კითხვებზე პასუხების გაცემამდე საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან 12 პირის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ხოლო სასამართლო განხილვის ეტაპზე პროკურატურამ სულ 16 პირის მიმართ შეწყვიტა სამართლებრივი დევნა.

 

არჩილ კბილაშვილის თქმით, ერთ–ერთი მათგანია თურქეთში საიუვილერო მაღაზიის გაქურდვისთვის დაუსწრებლად გასამართლებული გიორგი ხარატიშვილი, რომელმაც შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ უკვე აღარ იძებნება. ის სამართალდამცავებს ამ დრომდე ემალებოდა.

 

როგორც კბილაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, აღნიშნული პირების მიმართ ბრალის მოხსნა განაპირობა მათ მიმართ წაყენებული ბრალდების სისუსტემ და მტკიცებულებების არარსებობამ. 

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან 35 ადამიანი გათავისუფლდა პროკურატურიდან, თუმცა, მიიღეს 51 ახალი თანამშრომელი. გათავისუფლებულთა შორისაა 6 საოლქო პროკურორი, 9 რაიონული პროკურორი. მათ გარდა შეიცვალნენ დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი