ახალი ამბები

ბათუმში პოლიციასთან ყოფილი მოჭიდავე დეპუტატი და სპორტსმენები მივიდნენ

12 მარტი, 2017 • 9026
ბათუმში პოლიციასთან ყოფილი მოჭიდავე დეპუტატი და სპორტსმენები მივიდნენ

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან სპორტსმენები იკრიბებიან. აქვეა მუხრან ვახტანგაძე, სპორტსმენი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტში.

“ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ სიტუაცია. ცემა-ტყეპას არავინ აპირებს”, – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ. მისი თქმით, 50-მდე მოჭიდავე და მორაგბე საკუთარი ინიციატივით შეიკრიბა “ქალაქის დასაცავად”.

სპორტსმენები ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია გაიმართება თუ არა საპროტესტო აქცია ისევ. კითხვაზე, რა როლი ექნება სპორტსმენებს, თუკი აქციები გაგრძელდება, მუხრან ვახტანგაძე პასუხობს, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუაში ჩადგებიან.

“აქცია პრობლემა არაა, მაგრამ აგრესიის უფლებას არავის მივცემთ. გუშინ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს. მალე ყველაფერი გაირკვევა,”- უთხრა “ბათუმელებს” მუხრან ვახტანგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი