ახალი ამბები

შს მინისტრი: პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება

12 მარტი, 2017 • 3760
შს მინისტრი: პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება

საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო 40–მდე ადამიანია დაკავებული.

“პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 40–მდე ადამიანია დაკავებული. პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ არ დარჩება. პოლიციამ გამოიყენა ადეკვაური, პროპორციული ძალა.

ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა, რომელიც ორგანიზატორი იყო ამ ვანდალური აქტის, ყველა დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება, რამდენიმე მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია და ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას, გამოძიების შედეგებს და მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში აუცილებლად გაცნობებთ”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ბათუმში გუშინ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბათუმი პლაზას მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. მათ დაწვეს პოლიციის მანქანები, გაანადგურეს ირგვლივ ქალაქის ინფრასტრუქტურა. დემონსტრანტები დილის 6 საათიდან დაიშალნენ, რის შემდეგაც პოლიციამ და სპეცდანიშბულების რაზმებმა დაიწყეს მოქმედება და დარჩენილი ადამიანების დაკავება. ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი