ახალი ამბები

შსს-მ ასპინძაში, საცხოვრებელი სახლიდან იარაღი ამოიღო

3 დეკემბერი, 2012 •
შსს-მ ასპინძაში, საცხოვრებელი სახლიდან იარაღი ამოიღო

“2012 წლის 28 ნოემბერს შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები  სომხეთის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ  მ.  ჩხრეკისას  მისი საცხოვრებელი სახლის   სხვენიდან ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და  47 ცალი 7,62 მმ-იანი  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2  ხელყუმბარა; ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა    ქარქაშით, გლუვლულიანი 16- კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი. აღნიშნულ საბრძოლო მასალას  ვრეჟ მ.  უკანონოდ ინახავდა.

 

დაკავებულმა   ჩადენილი დანაშაული აღიარა.  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს შსს ასპინძის რაიონული სამმართველო,”- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი