“კონფლიქტის ზონაში არის სრული სიმშვიდე. დღეს მინისტრი პირადად იმყოფებოდა შიდა ქართლში, მოიარა ყველა საგუშაგო და პოლიციის განყოფილება და სიტუაცია არის სრულიად კონტროლირებადი. შსს მინისტრი იქ დაგეგმილი ვიზიტით იმყოფება. რაც შეეხება დაპირისპირებას, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს ფაქტი თავადვე იქნა აღკვეთილი ოსური მხარის მიერ. ამ დროისათვის იქ სრული სიმშვიდეა. შეტყობინება მოვიდა, გარკვეული კონტაქტი იყო ქართულ მხარესთან, ოსურმა მხარემ მალევე აღკვეთა და დაიჭირა ის ადამიანები”.
გიორგობიანის თქმით, ინციდენტი დაახლოებით შუადღისას მოხდა. თუმცა დამატებით ინფორმაციას ნინო გიორგობიანი არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არავინ გადმოსულა და არც დაპირისპირება ყოფილა.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციით კი, ოსური მხიდან დაახლოებით 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა სოფელ კოდაში და სროლა ატეხა. ამ ინიცდენტს მოჰყვა ორმხრივი სროლა, რომელმაც დაახლოებით ერთ საათს გასტანა.
ნეტგაზეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელის განცხდებითაც სადამკვირვებლო მისიისთვის ჯერ–ჯერობით ბუნდოვანია, რა მოხდა.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც მოხდა ამ მხარეში, მაგრამ ამ ეტაპზე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომ გავიგოთ, რა მოხდა რეალურად. ჩვენ რუსეთის ოფიციალური მხარისგან, ოსეთისგან და საქართველოს მხარისგან ვაგროვებთ ინფორმაციას და გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა მოხდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სტივ ბერდმა, EUMM-ის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა წარმომადგენელმა,