ორგანიზაცია “ქართველი ემგირანტები” საქართველოს მთავრობისგან ითხოვს, აღადგინოს რუსეთთან ის ურთიერთობები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო.
ამის შესახებ განცხადებას ორგანიაზციის წარმომადგენლები ავრცელებენ. მათი თქმით, 11 დეკემბერს ქალაქ ბრესტში გამართავენ შეხვედრას ქართველ ემიგრანტებთან. ამ შეხვედრას დაესწრებიან რუსეთში, უკრაინაში და ბელორუსიაში მცხოვრები ქართველები.
“ახალ ხელისუფლების მოსვლის დღიდან ქართველ ემიგრანტებთან ბელარუსიაში გამართულ აქციებისა და პრესკონფერენციების შემდგომ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება და პირველებმა ხმამაღლა ვთქვით, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადადგას პირველი ნაბიჯები რუსეთთან, რათა აღსდგეს ის ურთიერთობები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე”,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაშივე ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ 11 დეკემბრიდან დაიგეგმება აქციები ქალაქ მოსკოვში, უკრაინაში-ქალაქ კიევში.
“ძირითადი მოთხოვნები იქნება სააკაშვილის გადადგომა ვადაზე ადრე. ამ აქციებზე იქნება სხვა მოთხოვნებიც, რაც აქციის მსვლელობის დროს გაჟღერდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას,”- ნათქვამია ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზვიად ყუშიტაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
