პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუკის გვერდის ინფორმაციით, “საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი თბილისის იუსტიციის სახლს ეწვია და ერთ სივრცეში გაერთიანებული სხვადასხვა სახის მომსახურების კონცეფციას გაეცნო. ქვეყნის პირველ პირთან ერთად სტუმარმა მომსახურების სივრცეები დაათვალიერა და სერვისების პროცედურებითაც დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ სოროსმა Just Café-ს მომსახურებითაც ისარგებლეს. სტუმარმა ყავასთან ერთად სიმბოლური პასპორტიც აიღო”.
ჯორჯ სოროსი საქართველოს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. გუშინვე სოროსი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ორდღიანი ვიზიტი სოროსმა საქართველოში პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულა.