შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, ნეველის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. საქმე ეხება 30 წლის ქალის მკვლელობას, რომელსაც ქმარმა ცივი იარაღით ზურგზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ჭრილობების შედეგად ხაიალა ასკიროვა გარდაიცვალა. 

შსს აცხადებს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *