ახალი ამბებირეკლამა

გალტ & თაგარტი Global Finance -მა წელსაც საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

10 მარტი, 2017 • 2430
გალტ & თაგარტი Global Finance -მა წელსაც საქართველოში  საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა დღეს განაცხადა, რომ Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2017 წელს“ მიიღო. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მესამედ გახდა.  

„გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი