ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

8 მარტის არამასშტაბური კვირეული “Rightsnotflowers” აზერბაიჯანში

9 მარტი, 2017 • 3368
8 მარტის არამასშტაბური კვირეული “Rightsnotflowers” აზერბაიჯანში

ქალთა საერთაშორისო დღეს აზერბაიჯანში, 8 მარტის კვირეულით  – “Rightsnotflowers” აღნიშნავენ.

კვირეული ბაქოში 2017 წლის 8 მარტს, აზერბაიჯანში გენდერულ საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფმმა “Equals” [თანასწორი] ღონისძიების – “Rightsnotflowers” გამართვით დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს მოძრაობა “Equals”-ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნაზაკეტ აზიმლიმ განუცხადა, ღონისძიების მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევაა 8 მარტის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რომელმაც დღეს თავისი მნიშვნელობა დაკარგა, კომერციალიზაციას ემსახურება და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ყვავილებისა და ბუშტების ჩუქების დღედ იქცა.

8 მარტის ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა იურისტი და უფლებადამცველი, ამედ სამედოვი და ჰაიალ სადიგი, ასევე აზერბაიჯანში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის დამფუძნებელი მეჰრიბან ზეინალოვა და ექსპერტი UNFPA-დან გიუნელ მეჰდიევა მიიწვიეს.

მომხსენებლებმა ქალთა უფლებების ისტორიულ და იურიდიული საფუძვლებზე, ასევე, კონკრეტულ გამოცდილებებზე ისაუბრეს,   თუ როგორც ფორმირდება ბავშვობიდანვე გენდერული როლები გარემოსა და განათლების საფუძველზე.

როგორც ნაზაკეტ აზიმლი ამბობს, კვირეულის ფარგლებში ორგანიზატორები მსგავსი დისკუსიების გაგრძელებასა და საზოგადოებამდე სათქმელის მიტანას შეეცდებიან. 8 მარტის კვირეულს კი, ფოტოგამოფენა  დაასრულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი