ივანიშვილმა გუშინ, 28 ნოემბერს, განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, დაუკავშირდება “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციას და შეეცდება დეტალების გარკვევას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ივანიშვილმა წინასწარ დააფიქსირა თავისი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მსგავსი მასალა რედაქციამ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით მოამზადა:
“დავუკავშირდებით “ვაშინგტონ პოსტს” და მოვითხოვთ პასუხს, რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები. მარტო სააკაშვილმა უკარნახა, თუ კიდევ ეხმარებოდა ვინმე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
“ვაშინგტონ პოსტის” სპიკერი კრის კორატი POLITICO-სათვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ის ესაუბრა გაზეთის სარედაქციო ჯგუფს, რომლებმაც გამოაქვეყნეს ზემოთ აღნიშნული მასალა და განაცხადეს:
“ჩვენ ბოლო დროს არ გვქონია არანაირი კონტაქტი პრეზიდენტ სააკაშვილთან და მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ჩვენს სარედაქციო მასალაში. ჩვენ დავნიშნეთ შეხვედრის დრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ამ კვირაში, მისი ვაშინგტონში ვიზიტის დროს, მისივე თხოვნით, ჯერ კიდევ სარედაქციო წერილის გამოქვეყნებამდე”.