საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დღეს, 6 თებერვალს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმყოფებოდა – ამის შესახებ კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს,”- ასეთი იყო მიხეილ ჯანელიძის პასუხი კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი რუსთავი 2-ის საქმეს.
კითხვას, იყო თუ არა საუბარი რუსთავი 2-ზე, მინისტრმა კონკრეტულად არ უპასუხა:
“საუბარი იყო ყველა იმ რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და პროგრესს,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 მარტს 8 მარტამდე რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსულების შეჩერების მექანიზმი. უზენაესი სასამართლოს გადაწუბეტილებით, რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ეს ვადა გაგრძელდეს, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.