Freedom House-ის მიხედვით ბოლო წლებში საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი უარესდება, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემო მედიასთან მიმართებაში, რომელიც 2016 წლის ანგარიშით 2 ქული უარესი იყო 2002 წელთან შედარებით.
Freedom House-ის ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიშები ამა თუ იმ ქვეყანაში წინა წლის მედიის მდგომარეობას ასახავს.
ბოლო ანგარიშით, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ 2016 გამოაქვეყნა და 2015 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი 1 ქულით გაუარესდა.
ამ ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ ამბადაა მოყვანილი რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოში.
“სამართლებრივმა დავამ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით, რომელიც მთავარი ოპოზიციური არხია, გაზარდა შფოთვები მედიასაშუალებებზე პოლტიკური გავლენის და მედიასთან დაკავშირებული საქმეებზე სამართლებრივი მიკერძოებულობის შესახებ”, – ნათქვამია 2016 წლის ანგარიშში.
როგორ აისახება ამჟამად რუსთავი 2-თან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები ფრიდომ ჰაუსის 2017-18 წლების ანგარიშში ვნახავთ, თუმცა მანამდე ორგანიზაციამ უკვე გამოხატა შეშფოთება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
ახალ ანგარიშამდე კი თვალი გადავავლოთ ორგანიზაციის შეფასებას საქართველოზე 2002- -2016 წლებში.
დინამიკა გვაჩვანებს, რომ თუკი 2009 წლიდან საქართველოში მედიის მდგომარეობა უმჯობესდებოდა, 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი უარესდება.
[კონკრეტული წლის ქულის სანახავად მიიტანეთ მაუსი წერტილებთან ]