“რამდენინიმე კვირის წინ საზოგადოებას მიმართა მინისტრმა, განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პედაგოგებს, დირექტორებს, პროფესორებს თავად მოეგვარებინათ ეს პრობლემა, ვინც შეძლო შეთანხმება, შეძლო და იმ ადამიანების საქმეები, ვინც მორიგება ვერ მოახერხეს, კომისიაზე განიხილება”.–განაცხადა ნათია პაპავამ , სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა.
კომისიის თავმჯდომარე მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძეა, კომისიის წევრები იქნებიან სამინისტროს თანამშრომლები შიდა აუდიტის, ადმინისტრაციის და იურიდიული დეპარტამენტიდან. სამინისტროს თანამშრომლების გარდა კომისიის წევრები არიან: “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “გაილა”, “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო”, “სკოლა, ოჯახი საზოგადოება”, “განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი” და “სახალხო დამცველის ოფისი”
ნათია პაპავას განცხადებით, კომისიას 500–მდე საქმე აქვს შესასწავლი.
